
ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სპორტულ ღონისძიებებში წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი წარმატება კი საამაყო.
25 მარტს, ქალაქ ტყიბულის სპორტის სასახლეში გაიმართა შეჯიბრება მაგიდის ჩოგბურთში, რომელშიც წარმატებით იასპარეზეს ტყიბულის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.
ტურნირში მოსწავლეებმა გუნდური მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავეს.
„ვულოცავთ ჩვენს აღსაზრდელებს ამ წარმატებულ გამოსვლას და მომავალშიც ვუსურვებთ კიდევ ბევრ გამარჯვებასა და წინსვლას! დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სკოლის დირექტორს მოსწავლეების გვერდით დგომისა და მხარდაჭერისთვის, ასევე ჩვენს პედაგოგებს ასეთი თანადგომისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: