
თბილისის N28 საჯარო სკოლაში ზრუნავენ როგორც მოსწავლეთა საგნობრივ, ისე ინტელექტუალურ და ანალიტიკურ განვითარებაზე, ბავშვების ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ არაფორმალური განათლების პროექტში კი წახალისებული და მხარდაჭერილია.
ახლახან, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური შეჯიბრის - „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ტური გაიმართა. მოსწავლეები ერთმანეთს III - IV, VII - IX და X-XII საკლასო კატეგორიებში შეეჯიბრნენ.
მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გუნდური სულისკვეთებითა და ღირსეული ბრძოლით გამარჯვება მოიპოვეს გუნდებმა:
გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები.
იხილეთ ფოტოები: