„სხვადასხვა ფერი ერთ სამყაროში“ - საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება კოხტის საჯარო სკოლაში 
26-03-2026

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში ემპათიის, თანადგომისა და განსხვავებულობის მიღების კულტურის ჩამოყალიბება.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა ერთობლივად შექმნეს კედლის გაზეთები და გააჟღერეს თავიანთი გზავნილები თემაზე - „სხვადასხვა ფერი ერთ სამყაროში“.

მე-3 კლასის მოსწავლე ნინი სურმანიძემ წარადგინა საინტერესო პრეზენტაცია დაუნის სინდრომის შესახებ. ასევე გაიმართა მოკლე ვიდეორგოლის ჩვენება, რის შემდეგაც მოეწყო დისკუსია, სადაც მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი აზრები და შეხედულებები განსხვავებულობის მიღებისა და თანასწორობის მნიშვნელობაზე.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიებამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში ემპათიის, ტოლერანტობისა და ინკლუზიური ღირებულებების გაძლიერებას.

ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს პედაგოგებმა - მარინა საგინაძემ, სოფო საგინაძემ, მეგი ფარჯიანმა და ნინო შამანაძემ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203