პეტრე ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის ფოიეში ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევის დროს სკოლაში სკოლის დირექტორი და რამდენიმე თანამშრომელი იმყოფებოდა. „რამ გამოიწვია ჩამონგრევა, ამ წუთში არ ვიცი, მგონი კონსტრუქციაა დარღვეული. დავრეკეთ სამუშაოების შემსრულებელ ფირმასთან. დაგვპირდნენ, რომ მოვიდოდნენ, ნახავდნენ და აღადგენდნენ დაზიანებულ ნაწილს. ველოდებით, წესით უნდა მოვიდნენ“, - განაცხადა სკოლის დირექტორმა მურად ჯიშკარიანმა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ქუთაისის N2 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია 2017 წლის ზაფხულში ჩაუტარდა.
ეს სკოლაში ჭერის ჩამონგრევის მეორე შემთხვევაა. ჭერი გასული წლის აპრილში საკლასო ოთახში, სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროსაც ჩამოვარდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია