კოხტის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს საინტერესო აქტივობებით გამოეხმაურნენ 
26-03-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და თვალსაწიერის გაფართოებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი აქტივობა იმართება. 

სკოლის მეორე, მესამე და მეოთხე კლასების მოსწავლეები დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს საინტერესო ღონისძიებითა და აქტივობებით გამოეხმაურნენ

მოსწავლეები პედაგოგებს დაუნის სინდრომის რაობის შესახებ ესაუბრნენ და ბავშვებთან ერთად მითები დაამსხვრიეს. 

„ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს მეგობრებს, რომლებსაც დაუნის სინდრომი აქვთ. ისინი ისეთივე განსაკუთრებულები არიან, როგორც თითოეული ჩვენგანი.

მეგობრობა, ღიმილი და დახმარება – ეს ყველაფერია, რაც მათ სჭირდებათ. დღეს ვსწავლობთ, რომ ყველა ადამიანი უნიკალურია და სითბოთი, მოთმინებით და სიყვარულით უნდა მოვექცეთ ერთმანეთს“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა და სოლიდარობა გამოუცხადეს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს. 

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ცნობიერების ამაღლების მიზნით 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 2012 წლიდან ეს დღე მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება. 2013 წლიდან მსოფლიოში დამკვიდრდა „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია“, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203