თბილისის N54 საჯარო სკოლის მოსწავლეები თბილისის ისტორიის მუზეუმს სტუმრობდნენ
26-03-2026

სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოეწყო.

25 მარტს, მე-7 კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ასმათ როსტიაშვილის ხელმძღვანელობით, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმს ესტუმრნენ.

ექსკურსიის ფარგლებში მათ მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში თემაზე - „ვახტანგ გორგასალი, ძლიერი მეომარი და თბილისის აღმშენებელი“. თეორიულ ნაწილში მოსწავლეები გაეცნენ მეფის მოღვაწეობას და მის ისტორიულ როლს. პრაქტიკულ ნაწილში კი მონაწილეობა მიიღეს ინტელექტუალურ თამაშში, ასევე შეასრულეს შემოქმედებითი დავალება - შექმნეს ვახტანგ გორგასლის მუზარადი.

გასვლითი ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. ბავშვებმა ცოდნა გაიმდიდრეს და თბილისის ისტორიის შესახებ მეტი შეიტყვეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203