
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებით განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება, პროექტი თუ აქტივობა იმართება.
აღსანიშნავია, მე-6 კლასში განხორციელებული პროექტი - „ფერთა ჰარმონია პეიზაჟში“, რომელსაც ხელოვნების პედაგოგი მაია აბულაშვილი ხელმძღვანელობდა.
პროექტის მიზანი იყო ფერების შერწყმა და ჰარმონიის შეგრძნება ნამუშევარში.
მოსწავლეებმა სხვადასხვა ფერის გამოყენებით შექმნეს ბუნების პეიზაჟები. პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა ინტერესის გაზრდას ხელოვნების მიმართ და მათი უნარების განვითარებას. ღონისძიებას ამშვენებდა მუსიკალური ნომრებიც.
იხილეთ ფოტოები: