
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლაში პოეზიამ იზეიმა.
სკოლაში პოეზიის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა.
მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დაურიგდათ ფერადი ბარათები. მათ დაწერეს თავიანთი საყვარელი სტრიქონები და ჩამოკიდეს „პოეზიის ხეზე“. დღის ბოლოს ხე მთლიანად „აყვავდა“ ლექსებით.
პროექტის ავტორი გახლავთ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნ. ედიბერიძე.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო