ქუთაისის N24 საჯარო სკოლის მე-3 კლასელთა შთამბეჭდავი პროექტი
26-03-2026

ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, III კლასში განხორციელებული პროექტი „ცხოველთა სამყარო“, რომელიც მესამეკლასელებისთვის საოცარი თავგადასავალი აღმოჩნდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, III კლასში ნამდვილი შემოქმედებითი ფოიერვერკი მოეწყო. ორი თვის განმავლობაში მოსწავლეები ნამდვილ მკვლევარებად გარდაიქმნენ: ისინი სწავლობდნენ ცხოველთა აგებულებას, საცხოვრებელ გარემოსა და კვების თავისებურებებს.

პროექტი გრანდიოზული პრეზენტაციებით დაგვირგვინდა, სადაც ბავშვებმა საკუთარი ხელით დამზადებული დიორამები წარადგინეს.

აღსანიშნავია, რომ დიდ ყურადღება დაეთმო პრეზენტატორობის უნარების დახვეწას, რაც თითოეული მოსწავლის გამოსვლაში აისახა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ბუნებისმეტყველების მასწავლებლები, სკოლის დირექცია და მშობლები.

მოსწავლეები პრეზენტაციის ბოლოს სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

კლასის ბუნების მასწავლებელი - თათია ჯინჭარაძე გალხავთ, დამრიგებელი კი მაია ახალაძეა

პედაგოგები მადლობას უხდიან ყველას ვისაც ღონისძიების წარმატებით ჩატარებაში მიუძღვის წვლილი. 

„უღრმესი მადლობა ყველას ასეთი აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და შემოქმედებითობა

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203