
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლაში მესამე კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - დალი ფარქოსაძის ხელმძღვანელობით, გამართეს დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიება განმსჭვალული იყო სითბოთი და სიყვარულით და ყველაზე ძვირფასი ქალბატონების მიმართ ამ ლამაზი გრძნობების გაზიარებას ემსახურება.
პატარებმა თბილი, გულწრფელი სიტყვებით მიულოცეს დედებს ეს მნიშვნელოვანი დღე. მოსწავლეები საინტერესო სცენარით წარდგნენ - იმღერეს, იცეკვეს, წაიკითხეს თემატური ლექსები, ხოტბა შეასხეს დედის როლსა და ამაგს.
ზეიმის დასასრულს პატარებმა თავიანთ მშობლებს გადასცეს ყვავილები და კიდევ ერთხელ მიულოცეს დედის დღე.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: