13 სამაგისტრო პროგრმა, რომლებიც 2 წლიანი დარჩა - მინისტრის ბრძანება
26-03-2026

როგორც ცნობილია, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზის უმეტესობა 60 კრედუატიანი (1 წლიანი გახდა, თუმცა პროგრამების ნაწილს სფეიციფიკიდან გამომდინარე კვლავ შეუნარჩუნდა 2 წლიანი სწალების ვად, ანუ 120 კრედიტიანი დარჩა. 

განათლების მინისტრის ბრძანებით, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტს, თუ იგი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

ა) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამას მინიჭებული აქვს უცხოური ორგანიზაციის აკრედიტაცია, რომლის აღიარება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელა ცენტრმა;

ბ) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია, როგორც საერთაშორისო ერთობლივი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;

გ) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა, უცხოური აკრედიტაციის მიღების მიზნით, წარდგენილია ხარისხის უზრუნველყოფის უცხოურ ორგანიზაციაში, რომლის გადაწყვეტილების ცენტრის მიერ აღიარება დაშვებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუკი, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა ვერ მოიპოვებს უცხოური ორგანიზაციის აკრედიტაციას ან ცენტრი არ აღიარებს უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებულ აკრედიტაციას, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;

დ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა, გარდა სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული სამართლის დეტალური სფეროს (კოდი: 0421) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამისა;

ე) მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ) სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული:

ვ.ა) „ფარმაციის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0916) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.ბ) „მექანიკა და ლითონის საქმის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0715) „მექანიკის ინჟინერია ან/და ტექნოლოგიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0715.1.1) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.გ) „ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები, გემები და საჰაერო ხომალდების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0716) „საავიაციო ინჟინერიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0716.1.3) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.დ) „სურსათის გადამუშავების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0721) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.ე) „სამთო საქმე და მოპოვების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0724) „სამთო და გეოინჟინერიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0724.1.1) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.ვ) „არქიტექტურა და ქალაქდაგეგმარების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0731) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.ზ) „მშენებლობა და სამოქალაქო ინჟინერიის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0732) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.თ) „სახვითი ხელოვნების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0213) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.ი) „მუსიკა და საშემსრულებლო ხელოვნების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0215), „თეატრის რეჟისურის (დრამის, მუსიკალური თეატრის, პანტომიმის თეატრის, თოჯინების თეატრის)“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.2), „ქორეოგრაფიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.6), „საშემსრულებლო ხელოვნების (სიმებიანი საკრავები/ჩასაბერი საკრავები/დასარტყამი საკრავები/ვოკალი/საგუნდო დირიჟორობა/საოპერო-სიმფონიური დირიჟორობა /კონცერტმაისტერი/კლავიშიანი საკრავები/ჯაზ-ორკესტრის საკრავები/ჯაზ-ვოკალი/პოპ-მუსიკა/ტრადიციული მუსიკა/ძველებური მუსიკალური საკრავები)“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.8), „კომპოზიციის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.9), „საეკლესიო მუსიკის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.12), „ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორობა (ლოტბარი/რეგენტი)“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.13), „მუსიკოლოგიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.16) და „ეთნომუსიკოლოგიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.17) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.კ) „აუდიოვიზუალური მეთოდები და მედიაპროდუქცია/წარმოების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0211) „აუდიოვიზუალური რეჟისურა (მხატვრული ფილმი, დოკუმენტური, კლიპი, ანიმაციური ფილმი, ხმის, ტელე)“ სწავლის სფეროს (კოდი: 0211.1.3) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.ლ) „ფსიქოლოგიის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0313) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.მ) „თერაპია და რეაბილიტაციის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0915) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.ნ) „ჯანდაცვის – არაკლასიფიცირებული“ დეტალური სფეროს (კოდი: 0919) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203