
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა პატივი მიაგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ხსოვნას.
მასწავლებლები დედაქალაქ თბილისში გაემგზავრნენ, რათა მონაწილეობა მიეღოთ სულიერი ლიდერის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაში და ქედი მოეხარათ მისი მრავალწლიანი ღვაწლის წინაშე.
„სკოლის წარმომადგენლებისთვის ეს ვიზიტი მხოლოდ ცერემონიული ხასიათის არ ყოფილა; ის სიმბოლურად გამოხატავდა სხვადასხვა თემებს შორის არსებულ სულიერ კავშირსა და ურთიერთპატივისცემას. ილია მეორე ათწლეულების განმავლობაში იყო მშვიდობისა და ტოლერანტობის ქომაგი, რაც საკვანძო ღირებულებაა საგანმანათლებლო კერებისთვისაც“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: