თბილისის N36 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს საგანმანათლებლო აქტივობები მიეძღვნა 
25-03-2026

თბილისის N36 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებით გამოეხმაურნენ.

პედაგოგები მოსწავლეებს დაუნის სინდრომის რაობის შესახებ ესაუბრნენ, საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპები აღნიშნეს და ბავშვებთან ერთად მითები დაამსხვრიეს. 

ამ დღის 2026 წლის გზავნილია - „ერთად მარტოობის წინააღმდეგ“ - რომელსაც აქტიურად შეუერთდნენ მოსწავლე-მასწავლებლები და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. 

მოსწავლეები არაერთ აქტივობაში ჩაერთნენ და საკითხის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს. 

„ჩვენი სკოლის მიზანია, რომ მსგავსი დღეების აღნიშვნით გავზარდოთ საზოგადოებრივი ცნობიერება, ხაზი გავუსვათ თანასწორობისა და ინკლუზიის მნიშვნელობას.

ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ, ისაუბრეს მიმღებლობასა და ერთმანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

გაიმართა თემატური აქტივობები და გავრცელდა საინფორმაციო ბროშურები.

ჩვენი სკოლის თითოეული წევრი აცნობიერებს, რომ ყველა ადამიანი უნიკალურია და იმსახურებს თანაბარ შესაძლებლობას, პატივისცემასა და მხარდაჭერას. ჩვენ ერთად ვქმნით უფრო კეთილ, მეგობრულ და ინკლუზიურ გარემოს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ცნობიერების ამაღლების მიზნით 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 2012 წლიდან ეს დღე მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება. 2013 წლიდან მსოფლიოში დამკვიდრდა „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია“, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203