დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სასწავლო პროექტის ფარგლებში, ინგლისურენოვანი ვლოგები ჩაწერეს
25-03-2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ. 

აღსანიშნავია, IX კლასის მოსწავლეთა ინგლისურენოვანი პროექტი თემაზე - ვლოგი, რომელიც მათ პედაგოგ ნანა მამინაშვილის ხელმძღვანელობით განახორციელეს. 

მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში ინგლისურენოვანი ვლოგები ჩაწერეს. მოსწავლეებმა საინტერესო ვიდეორგოლები შექმნეს მათთვის საინტერესო თემებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ინგლისური ენის ცოდნა და უნარები წარმოაჩინეს.

გვანცა გელაძემ და ხატია ირემაძემ წარმოადგინეს თემა - „კულინარია“. ლიზა ზოიძემ იმუშავა თემაზე -  „მზადება ფესტივალისთვის Eid Mubarak“. ლიზი ვანაძე და ნათია ფუტკარაძე ვლოგში სოფელ ნასაკირალის​ მოკლე ისტორიას გვიყვებიან. ლიკა ირემაძემ და ანა ქვირიამ მოამზადეს - „ყოველდღიური ვლოგი“. ეკა ირემაძის (ანა) ვლოგის თემაა - „ბებოსთან საუბარი“. თიკა პაიჭაძემ და ლიზა ქათამაძემ წარმოადგინეს თემა - „საუბარი ნასაკირალის საჯარო სკოლაზე“.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტი მოსწავლეებს დაეხმარა ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებაში, ენობრივი მარაგის გამდიდრებასა და კრეატიულობისა და თავდაჯერებულობის გაუმჯობესებაში.

იხილეთ მოსწავლეთა ვლოგებივიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3, ვიდეო4, ვიდეო5, ვიდეო6, ვიდეო7

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203