
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს და გაიხსენეს მის ცხოვრება და მოღვაწეობა.
ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა ილია II-ის სიტყვები - „გახსოვდეთ, რომ ბავშვები ჩვენი მომავალია - იზრუნეთ მათზე, ასწავლეთ სიყვარული და სიკეთე“.
მოსწავლეებმა პატრიარქს ნათელი მომავალი შესთხოვეს.
„თავჩახრილნი და ხელშეკრულნი, ისინი არა მხოლოდ პატივს მიაგებენ, არამედ მთელი გულით ევედრებიან სიკეთესა და ნათელ მომავალს. მათი სუფთა ლოცვა არის იმედი, რწმენა და სიყვარულით სავსე ძახილი, რომელიც გულწრფელად ეძღვნება ჩვენს მომავალს - იმ მომავალს, რომელიც ასეთი სიწმინდისა და სინათლის წყალობით აუცილებლად გაბრწყინდება. და სწორედ ამ გზაზე, ჩვენი უწმინდესის დალოცვა იქნება ის სინათლე, რომელიც გაუნათებს მათ გზას, გააძლიერებს და გაუხსნის კარს სიკეთისკენ“,- გვიყვებიან სკოლაში და ვიდეორგოლს გვიზიარებენ.