„თქვი სწორად!“  - ახალი სასკოლო პროექტი ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში 
25-03-2026

ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში ახალი სასკოლო პროექტი - „თქვი სწორად!“ დაიწყო, რომელიც წარმოადგენს ვიდეოგაკვეთილების ციკლს და მოსწავლეებისთვის გამართული მეტყველების სწავლებას ემსახურება. 

ვიდეოგაკვეთილებს უძღვებიან - ანი გეგუჩაძე და სალომე ჭიღლაძე. 

„მშობლიური ენის  სიწმინდის დაცვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, სწორედ ამ მიზნით ვიწყებთ ვიდეოგაკვეთილების ციკლს - მოდით ერთად განვიხილოთ ხშირად დაშვებული შეცდომები. 

შემოგვიერთდით ერთად ვიზრუნოთ ქართული სიწმინდის დაცვაზე, ერთად ვისწავლოთ თუ როგორ ვიმეტყველოთ გამართულად, როგორ გავხადოთ ჩვენი ქართული უფრო სხარტი და, რაც მთავარია, სწორი“,- აღნიშნავენ ვიდეორგოლში მოსწავლეები და პირველ გაკვეთილს მისალმებისა დ ბოდიშის მოხდის ეტიკეტს უძღვნიან. 

მოსწავლეებმა ყველაზე გავრცელებული ენობრივი ხაფანგები დაასახელეს და მოსწავლეებს მათი სწორად წარმოთქმა ასწავლეს. 

პროექტის ხელმძღვანელია პედაგოგი ქეთევან გოდერიძე

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203