ბარდნალას საჯარო სკოლაში ეკოკლუბ „ეკოლიდერების“ ინიციატივით, წყლის რესურსების მართვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
25-03-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალას საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბიეკოლიდერები“, რომლის წევრებიც გარემოსდაცვით საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი. 

სკოლაში ეკოკლუბ „ეკოლიდერების“ ინიციატივით, წყლის რესურსების მართვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

პროექტში - „წყალი სიცოცხლეა“ მონაწილეობდნენ მე-7-მე-11 კლასელები.

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს პრეზენტაცია, მოამზადეს პოსტერები, წყლის დაცვის თემაზე შექმნეს ნახატები, გააკეთეს წყლის წრებრუნვის მოდელირება, გადაიღეს ფოტო და შექმნეს ვიდეოკლიპი.

ღონისძიების მიზანი იყო სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წყლის მიზანმიმართულ მართვასა და გამოყენებაზე, ქალის როლზე წყლის გეგმაზომიერ მართვაში. თითოეული ჩვენგანის თანამონაწილეობის აღნიშვნა მდგრადი განვითარების მეექვსე მიზნის „სუფთა წყალი და სანიტარია“ განხორციელებაში.

ეკოკლუბის წევრებმა დაასუფთავეს მდინარე ჯონოულის ხეობაში ჩქუმის ჩანჩქერის მიმდებარე და დასასვენებელი წყაროს, აგრეთვე მურის ხიდთან მდებარე წყაროს ტერიტორიები.

კომპეტენტურმა ჟიურიმ საპატიო სიგელებით დააჯილდოვა მოსწავლეები ნომინაციებში: საუკეთესო სიმღერა, ლექსი, ნახატი, მოდელი, პრეზენტატორი და კლიპის იდეის ავტორი.

სკოლის დირექტორმა მადლობა გადაუხადა პროექტის ხელმძღვანელს, საინტერესო შემეცნებითი ღონისძიების ორგანიზატორს - ქიმიის მასწავლებელ ლამზირა ონიანს და წარმატებები უსურვა მას და მის მოსწავლეებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203