
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მერევის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცვია.
პედაგოგები ბავშვების მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ და მათ მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
„რუსულის ანბანის სწავლა შეიძლება ძალიან სახალისო იყოს, თუ თამაშის ფორმას მივცემთ“,- აღნიშნავს პედაგოგი ნინო ცუცქირიძე, რომელმაც მოსწავლეებს მეტად სახალისო აქტივობა შესთავაზა.
მოსწავლეებმა მოირგეს მზარეულის ფორმები და საკუთარი ხელით დაამზადეს ანბანის ასოების ფორმის ორცხობილები, რაც მათთვის საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: