
„თანამედროვე სამყაროში ხშირად გვსმენია წიგნი თუ კომპიუტერი?“- აღნიშნავენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მერევის საჯარო სკოლაში, სადაც აღნიშნულ თემას საინტერესო პროექტი მიეძღვნა.
პროექტი - „წიგნი თუ კომპიუტერი“ მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და დასაფიქრებელი აღმოჩნდა.
მოსწავლეებმა თემაზე იმსჯელეს და საინტერესო დასკვნებიც გააკეთეს.
წიგნი ეს არის უძველესი, მრავალსაუკუნოვანი, ტრადიციული და სანდო ცოდნის წყარო. წიგნთან ურთიერთობა უფრო ღრმა და ემოციურია.
კომპიუტერი კი თანამედროვე ტექნოლოგიის ნაწილია. ის გვაძლევს სწრაფად მოვიძიოთ ინფორმაცია, წავიკითხოთ ელექტრონული წიგნები, ვუყუროთ საგანმანათლებლო ვიდეოებს, ეს ყოველივე უფრო ამარტივებს ბევრ საქმეს. თუმცა ყველაზე კარგი არჩევანია ორივეს სწორად გამოყენება.
პროექტის ფარგლებში კი მოსწავლეები, პედაგოგ ხათუნა ასანიძესთან ერთად, ეწვივნენ ჭიათურის საყმაწვილო ბიბლიოთეკას.
იხილეთ ფოტოები: