
თბილისის N108 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს საინტერესო აქტივობებით გამოეხმაურნენ.
პედაგოგები მოსწავლეებს დაუნის სინდრომის რაობის შესახებ ესაუბრნენ, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები დაამსხვრიეს და მითი და რეალობა ერთმანეთისგან გამიჯნეს.
„დაუნის სინდრომი - განსხვავებულობა, რომელიც გვაერთიანებს! ჩვენი თითოეული პატარა ნაბიჯი - მეტი ინფორმაციის გაზიარება, სტიგმის შემცირება, მხარდაჭერა - ქმნის უფრო თბილ და სამართლიან საზოგადოებას. მოდით, ერთად შევქმნათ სამყარო, სადაც განსხვავებულობა სიძლიერეა და არა ბარიერი“,- აღნიშნა ღონისძიებაზე.
მოსწავლეები ასევე სხვადასხვა სახალისო შემეცნებით აქტივობებში ჩაერთნენ, სიმბოლურად, ჭრელი წინდები გააფერადეს და თავადვე შექმნეს საინფორმაციო ბროშურები.
იხილეთ ვიდეო