ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
25-03-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. მათი ესთეტიკური ხედვისა და მხატვრული ნიჭის გასავითარებლად კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

სულ ახლახან, სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. 

სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლების - მანანა ფანჯაკიძის, ეკატერინე  მურჯიკნელისა და მელანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, შექმნეს და გამოფინეს მრავალფეროვანი ნამუშევრები. 

გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა მხატვრული სტილის ნამუშევრები – ფერწერა, გრაფიკა, ხელნაკეთი ნივთები და დეკორატიული ხელოვნება.

დამსწრე საზოგადოებამ დიდი ინტერესით დაათვალიერა და შეაფასა თითოეული ნამუშევარი. 

გამოფენამ დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. 

თითოეულ ნამუშევარი ასახავს ავტორის ინდივიდუალურ ხედვას, ფანტაზიასა და ემოციას. მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და სიყვარულით შექმნეს ეს ნამუშევრები, რაც, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხელოვნება მათი განვითარებისთვის.

„გამოფენის მიზანია მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წახალისება, მათი მოტივაციის ამაღლება და საზოგადოების წინაშე მათი ნიჭის წარმოჩენა. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებას და კულტურული ღირებულებების გაცნობას“,-დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203