ლეცავეს საჯარო სკოლაში ინტელექტუალური ღონისძიება გაიმართა
25-03-2026

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეცავეს საჯარო სკოლის მოსწავლეები ზრუნავენ როგორც მოსწავლეთა საგნობრივ განათლებაზე, ისე მოსწავლეთა ინტელექტუალურ და ანალიტიკურ განვითარებაზე. ამ მიზნით კი არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ.

6 მარტს სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური ღონისძიება - „რა? სად? როდის?“.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეები. 

თამაში მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა. 

მონაწილეებმა შესანიშნავად წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობები. 

ინტელექტუალური თამაში მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203