
თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლის პედაგოგები სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბიოლოგიის მასწავლებელმა - ნინო გალაშვილმა საინტერესო პრეზენტაცია გამართა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლე- მასწავლებლები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პრეზენტაცია ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო იყო.
პედაგოგი მოსწავლეებს ესაუბრა დაუნის სინდრომის რაობის შესახებ, აღნიშნა ვინ და სად აღმოაჩინა პირველად ეს სინდრომი, რა იწვევს, დაასახელა რისკ-ფაქტორები,პრეზენტატორმა სტატისტიკასაც უხმო. საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპებიც გაიხსენა და ის შესახებ ესაუბრა და მითი და რეალობა ერთმანეთისგან გამიჯნა და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ინფორმაცია იყო ვრცელი და ამომწურავი, ბავშვებმა მიიღეს სრული ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ.
ძალიან მრავალფეროვანია მომზადებული კედლის გაზეთიც რომელიც კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის აღნიშნულ საკითხს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, იმდენად მოეწონათ დამსწრე საზოგადოებას მიწოდებული ინფორმაცია რომ დასასრულს მადლობა აპლოდისმენტებით გადაიხადეს.
„სკოლა მადლობას უხდის ნინო მასწავლებელს აღნიშნული საკითხის ასე წარმოჩენისთვის. წარმატებები ჩვენს ახალგაზრდა კოლეგას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო