„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ - ღების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოსტერი შექმნეს
24-03-2026

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებით გამოეხმაურნენ.

სკოლის ბიოლოგიის პედაგოგმა - ნინო ხუსკივაძემ, მე-10 კლასის მოსწავლეებთან ერთად მოამზადა პოსტერი, რომელიც დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. 

„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“- აღნიშნეს მოსწავლეებმა და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. 

პედაგოგი მოსწავლეებს დაუნის სინდრომის რაობის, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების შესახებ ესაუბრა და მითი და რეალობა ერთმანეთისგან გამიჯნა. 

„ეს დღე ყოველთვის გვახსენებს, რომ ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენი საზოგადოების თანასწორი, სრულფასოვანი და ღირსეული წევრები არიან“,- აღნიშნავენ სკოლაში და ამ დღის აღნიშვნის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ცნობიერების ამაღლების მიზნით 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 2012 წლიდან ეს დღე მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება. 2013 წლიდან მსოფლიოში დამკვიდრდა „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია“, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203