თბილისის N200 საჯარო სკოლა პირველია, სადაც გლდანის გამგებლის მოადგილის ინიციატივით, პატრიარქის სახელზე ხე დაირგო
24-03-2026

24 მარტს, თბილისის N200 საჯარო სკოლაში, სახელმწიფო ენის კათედრამ ჩაატარა პროექტის -„გაზაფხულის კალენდარის“ შემაჯამებელი ღონისძიება, რომელიც გაზაფხულის შემოსვლას მიეძღვნა.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აქტივობები: დამზადდა გაზაფხულის კალენდარი, ასევე კედლის პოსტერები.

მოსწავლეებმა ქოთნებში დათესეს სხვადასხვა ყვავილები და დარგეს გაზაფხულის მახარობელი ია.

ასევე, თბილისის N200 საჯარო სკოლის ეზოში, გლდანის გლდანის გამგებელის მოადგილის - ნანა ციმაკურიძის ინიციატივით - პატრიარქის სახელზე ხე დაირგო. აღსანიშნავია, რომ 200-ე სკოლა პირველია სადაც ინიციატივას შეესხა ფრთა. 

სკოლის სახელმწიფო ენის კათედრის მიწვევით აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ  გლდანის გამგებელის მოადგილე და თბილისის N173 სკოლის ადმინისტრაცია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203