
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნავენ და საქართველოს ისტორიისა და სახელოვანი ქართველების პატივისცემას ასწავლიან.
„ღმერთი, სამშობლო, ადამიანი!“ - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ამ სიტყვებით შთაგონებულმა კრწანისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლამაზი ვიდეორგოლი ჩაწერეს, უწმინდესისა და უნეტარესის ხსოვნას პატივი მიაგეს და ფასდაუდებელი ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს.
„საქართველო, რომელსაც გულით ვატარებთ! და სიყვარული რომელიც თაობებს აერთიანებს! მადლობა ყველაფრისთვის“,- აღნიშნავენ მოსწავლეები და ვიდეორგოლს გვიზიარებენ.