
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობა ცნობილია.
განათლების მინისტრის ბრძანებით, განისაზღვრა, ის საბაკალავრო პროგრამები, რომელთა კრედიტები 240-ზე ნაკლები არ უნდა იყოს, შესაბამისად, მათზე 3-ის ნაცვლად, 4 წლიანი სწავლება გავრცელდება:
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე კრედიტების რაოდენობა განისაზღვროს არანაკლებ 240 კრედიტით, თუკი იგი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
ა) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას მინიჭებული აქვს უცხოური ორგანიზაციის აკრედიტაცია, რომლის აღიარება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელა სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა (შემდგომ – ცენტრი);
ბ) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია, როგორც საერთაშორისო ერთობლივი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
გ) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა, საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების მიზნით, წარდგენილია ხარისხის უზრუნველყოფის უცხოურ ორგანიზაციაში, რომლის გადაწყვეტილების ცენტრის მიერ აღიარება დაშვებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუკი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა ვერ მოიპოვებს უცხოური ორგანიზაციის აკრედიტაციას ან ცენტრი არ აღიარებს უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებულ აკრედიტაციას, საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;
დ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა, გარდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სწავლის სფეროების კლასიფიკატორით“ (შემდგომ – სწავლის სფეროების კლასიფიკატორი) გათვალისწინებული სამართლის დეტალური სფეროს (კოდი: 0421) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა;
ე) სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ) მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ზ) სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული:
ზ.ა) „ფარმაციის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0916) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ზ.ბ) „ელექტრობა და ენერგიის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0713) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ზ.გ) „მექანიკა და ლითონის საქმის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0715) „მექანიკის ინჟინერია ან/და ტექნოლოგიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0715.1.1) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ზ.დ) „ინჟინერია და საინჟინრო საქმე – არაკლასიფიცირებული“ დეტალური სფეროს (კოდი: 0719) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ზ.ე) „ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები, გემები და საჰაერო ხომალდების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0716) „საავიაციო ინჟინერიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0716.1.3) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ზ.ვ) „სურსათის გადამუშავების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0721) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ზ.ზ) „სამთო საქმე და მოპოვების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0724) „სამთო და გეოინჟინერიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0724.1.1) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ზ.თ) „არქიტექტურა და ქალაქდაგეგმარების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0731) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ზ.ი) „მშენებლობა და სამოქალაქო ინჟინერიის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0732) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ზ.კ) „სახვითი ხელოვნების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0213) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ზ.ლ) „მუსიკა და საშემსრულებლო ხელოვნების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0215) „საშემსრულებლო ხელოვნების (სიმებიანი საკრავები/ჩასაბერი საკრავები/დასარტყამი საკრავები/ვოკალი/საგუნდო დირიჟორობა/საოპერო-სიმფონიური დირიჟორობა/კონცერტმაისტერი/კლავიშიანი საკრავები/ჯაზ-ორკესტრის საკრავები/ჯაზ-ვოკალი/პოპ-მუსიკა/ტრადიციული მუსიკა/ძველებური მუსიკალური საკრავები)“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.8), „კომპოზიციის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.9), „ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორობა (ლოტბარი/რეგენტი)“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.13), „მუსიკოლოგიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.16) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ზ.მ) „თერაპია და რეაბილიტაციის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0915) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ზ.ნ) „ჯანდაცვის – არაკლასიფიცირებული“ დეტალური სფეროს (კოდი: 0919) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ზ.ო) „მათემატიკის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0541) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ზ.პ) „ბიოლოგიის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0511) „ბიოლოგია/სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების“ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ზ.ჟ) „ქიმიის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0531) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ზ.რ) „ფიზიკის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0533) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ზ.ს) „ბიოქიმიის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0512) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ზ.ტ) „დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0532) „გეოლოგიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0532.1.3) და „გეოფიზიკის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0532.1.4) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა.