ღების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პოსტერი შექმნეს
24-03-2026

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

მათ შორის სკოლაში გამოეხმაურნენ წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს. 

სკოლის ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგის - ნინო ხუსკივაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა თემატური პოსტერი შექმნეს. 

მოსწავლეებმა შექმნეს თემატური ნამუშევრები, იმსჯელეს წყლის რესურსების დაცვის მნიშვნელობაზე, გაეცნენ წესებს, როგორ უნდა გაუფრთხილდნენ მტკნარი წყლის რესურსებს ბუნებაში და დაიცვან ეკოსისტემა დაზიანებისგან, საზოგადოებას კი მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდეს.

„მოსწავლეები იყვნენ აქტიურები და კრეატიულები“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ ბავშვების შემოქმედებითობა

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203