ლეცავეს საჯარო სკოლის პირველკლასელთა დედის დღისადმი მიძღვნილი ლამაზი და ემოციური ღონისძიება
24-03-2026

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეცავეს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ლამაზი ღონისძიება გამართეს, რომელიც ყველაზე ძვირფასი ადამიანების - დედების მიმართ ლამაზი გრძნობების გამოხატვას ემსახურებოდა. 

პირველი კლასის მოსწავლეებმა სიყვარულით და სითბოთი აღნიშნეს დედის დღე და გაზაფხულის დადგომა. პატარებმა ლექსებით, სიმღერებითა და გულით ნათქვამი სიტყვებით მიულოცეს დედებს მათი დღე.

ეს ლამაზი და ემოციური ზეიმი სიხარულითა და ბავშვური გულწრფელობით იყო სავსე. პატარებმა, ასევე საკუთარი ხელით შექმნილი მისალოცი ბარათები გადასცეს მშობლებს.

„მადლობა ჩვენს პატარა მოსწავლეებს ასეთი თბილი დღის შექმნისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203