„პატრიარქი საუბრობდა, რომ მშობელი შვილის განათლებით უნდა ინტერესდებოდეს“... - აქცია izrune.ge-ზე ილია II-ს ხსოვნის პატივსაცემად
24-03-2026

29 მარტს სკოლის მოსწავლეებს, მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური საგანმანათლებლო პლატფორმა IZRUNE.GE მისცემს საშუალებას, უკეთ გაეცნონ პატრიარქის მოღვაწეობას და მონაწილეობა მიიღონ მისი უწმინდესობის ხსოვნის პატივსაცემად მიძღვნილ უპრეცედენტო​ აქციაში - ამის შესახებ „ეტალონის“ პროექტების ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა TV პირველის სატელევიზიო ეთერში დეტალურად ისაუბრა.

გვიყვარხარ პატრიარქო! - IZRUNE.GE-ს მაღალტექნოლოგიური სახალხო საქველმოქმედო აქცია

„ვუსამძიმრებ საქართველოს ამ ბუმბერაზი ადამიანის გარდაცვალებას...“, - ასე მიესალმა ბატონი გოჩა აუდიტორიას და ყურადღება გაამახვილა ილია II-ს მზრუნველ ხასიათზე, გაიხსენა, როგორ ჩააცვა პატრიარქმა საკუთარი უმკლავო მოსაცმელი, რათა არ შესცივნოდა, როგორ უსახსოვრა ფსკვნილი, რომელიც ყოველთვის თან აქვს და როგორ უბიძგა, შეექმნა „სწორი აზროვნების“ ჩამოყალიბებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო, ეროვნული პროექტი „ეტალონი“...

„ეტალონი“ არ იყო მხოლოდ ტელეგადაცემა, მედიაპროექტი... პატრიარქის ერთ თვისებას გამოვყოფ, იგი გვბიძგებდა და ახლაც გვიბიძგებს მთელ ერს აზროვნებსიკენ. მან დაინახა, რომ „ეტალონი“ იყო აზროვნებისკენ ბიძგი მოსახლეობისა, თანაც სწორი აზროვნებისკენ...“, - აღნიშნა პროექტის ავტორმა და დასძინა, რომ უწმინდესი ყოველთვის ინტერესდებოდა „ეტალონში“ მონაწილე ახალგაზრდებით, სისტემატურად ხვდებოდა მათ და იმასაც ახერხებდა, შეჭირვებულებისთვის დახმარების ხელი გაეწოდებინა.

„... ხაზს უსვამდა, რომ სწორი აზროვნება, ოჯახის ჩართულობის გარეშე წარმოუდგენელია; ჟინიანს მეძახდა და იმასაც მირჩევდა, ​ყოველთვის ჟინიანობა არ ივარგებს, ხანდახან შემოვლითი გზები ჯობიაო... რუსთაველი უყვარდა, საუბრობდა იმის საჭიროებაზე, რომ მშობელი უნდა იყოს დაინტერესებული შვილის განათლებით, ყოველთვის ნახულობდა დროს, გვესაუბრა, მოეცა რჩევები და პროგრესს ემხრობოდა - მაღალი ტექნოლოგიები, რომლებიც izrune.ge-ს წარმატების მთავარი პირობაა, სწორედ მისი დამსახურებით შემოვიტანეთ...“

29 მარტს, სწორედ ამ მაღალი ტექნოლოგიების დამსახურებით, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ოჯახებს, მოსწავლეებს, ემიგრაციაში მყოფ პატრიარქის ნათლულებს, ექნებათ საშუალება, ჩაერთონ საქველმოქმედო აქციაში, გაიარონ სპეციალური ტესტი და მიიღონ ისტორიული დიპლომი. საქველმოქმედო აქციას izrune.ge ილია II-ის ხსოვნის პატივსაცემად ჩაატარებს. 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203