განათლების სამინისტრომ კონკური გამოაცხადა - შერჩეული აპლიკანტები გრანტის სახით 35000 ლარს მიიღებენ
28-03-2026
აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო „სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის“ ფარგლებში გამოაცხადა საგრანტო კონკურსში, სადაც მონაწილეობის უფლება აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ორი წლით ადრე  რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს.
 
2026 წელს კონკურსის წესით შერჩეული აპლიკანტები მიიღებენ ფინანსურ დახმარებას გრანტის სახით 2026-2027 სასწავლო წლის (შემოდგომა/ზამთარი/გაზაფხული/ზაფხულიხარჯის გაწევის მიზნით არაუმეტეს 35000 ლარისა - საკონკურსო განაცხადები მიიღება 2026 წლის 29 მაისის ჩათვლით, 16:00 საათამდე.

კონკურსის პირობები საგრანტო  კონკურსში  მონაწილეობის უფლება აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ორი წლით ადრე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს.

საგრანტო  კონკურსში  მონაწილეობის  უფლება  აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც  ჩარიცხულია/ჩაირიცხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, გაერთიანებული სამეფოს, შვეიცარიის, ნოვერგიის, ამერიკის შერთებული შტატების, კანადის, ავსტრალიის ან იაპონიის უნივერსიტეტების

  • მეორე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე
  • მესამე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე
  • პოსტ საბაკალავრო/პოსტ სამაგისტრო სახელოვნებო პროგრამაზე

საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის ხარჯების დასაფინანსებლად სტუდენტზე ჯამურად გასაცემი გრანტის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება სტუდენტის მიერ საგრანტო განაცხადის შევსებისას წარმოდგენილი შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზერომლითაც დგინდება საგანმანათლებლო პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობააღნიშნული რეგულირდება სამინისტროსა და საგრანტო კონკურსის გამარჯვებულ სტუდენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

კონკურსში გამარჯვებულს შეიძლება აუნაზღაურდეს შემდეგი ტიპის ხარჯები:

  • სწავლის საფასური;
  • ბინა და კომუნალური
  • საერთაშორისო მგზავრობავიზის და ვიზასთან დაკავშირებული ხარჯები;
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • კვებაშიდა მგზავრობა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სილაბუსით განსაზღვრული სასწავლო რესურსების შეძენა;
  • სხვა ხარჯებირომლის მიზნობრიობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო.
 
 
აპლიკანტმა უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა და შესაბამისი დოკუმენტაცია ატვირთოს შემდეგ ბმულზე:
 
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://shorturl.at/u5dqU
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203