საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ​დირექციამ და მოსწავლე-მასწავლებლებმა პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს 
24-03-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგიურმა საზოგადოებამ და თანამშრომლებმა, წმიდა სამების საპატრიარქოს ტაძარში პატივი მიაგეს სკოლა-გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლის დამფუძნებელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია მეორეს.

მოსწავლეებმა პატრიარქს უგალობეს - „ჩემო პატრიარქო“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს საგალობელი პირველად მოსწავლეებმა მის უწმინდესობას ​6 წლის წინ, 2019 წლის 13 დეკემბერს, წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს უგალობეს

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203