მოსწავლეებისთვის ოლიმპიადის შედეგები გამოქვეყნდა - NAEC დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს 
24-03-2026
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის პირველადი შედეგები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე - online.naec.ge
 
ოლიმპიადის მონაწილეს შეფასების და ნაშრომის ასლის ნახვა პირადი ნომრის მითითებით შეუძლია, ხოლო სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეების შედეგებს, ცხრანიშნა და ოთხნიშნა სპეციალური კოდების საშუალებით გაეცნობა.
 
მესამე ტურში გამარჯვებულია მოსწავლე, რომელმაც შესაბამის საგანში ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60% მოიპოვა და საკუთარი კლასისა და საგნის რეიტინგულ სიაში პირველ 10 მონაწილეს შორის მოხვდა.
 
მოსწავლეს მიღებულ შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის უფლება აქვს 2026 წლის 25 მარტის 10:00 საათიდან 26 მარტის 18:00 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ან შესაბამისი რეგიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრში.
 
საპრეტენზიო განაცხადის ფორმა, მესამე ტურის ტესტები და პასუხები, ასევე საგნების მიხედვით მაქსიმალური ქულების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203