მდინარე აჭისწყლის ფოტოისტორია - Etaloni.ge - ს ინიციატივას პირველი ლაითურის საჯარო სკოლის მოსწავლე უერთდება
09-07-2018
Etaloni.ge-მ მორიგი შემოქმედებითი აქტივობა დაიწყო - საზაფხულო ინიციატივა მოსწავლეებისათვის, რომლის პირველი მონაწილე 16 წლის მარიამ ჩხარტიშვილია ოზურგეთიდან. 

ლაითურის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ პროექტისთვის ფოტო ლიხაურში გადაიღო და მდინარე აჭისწყალი ასახა. ამ საოცარ ადგილთან დაკავშირებულ ემოციებზე თავად მოგიყვებათ:

„მოყვარული ფოტოგრაფი ვარ და საქართველოს ბუნება ნამდვილად მაძლევს ლამაზი პეიზაჟების ასახვის საშუალებას. ჩემთვის ერთერთი გამორჩეული ადგილი მდინარე აჭისწყალია, მასთან ახლოს ვცხოვრობ და ხშირად დავდივარ მეგობრებთან ერთად სასეირნოდ, გასაგრილებლად ან სურათების გადასაღებად. ვცდილობ, დრო გავაჩერო და ასე შემოვინახო მომენტები, რომლებიც, საბოლოოდ, დიდ ემოციას ტოვებს ჩემში. გასაოცარია, მდინარე არც ისეთი დიდი და ღრმაა, რომ ამხელა ლოდებს მორეოდა. თუ კარგად დააკვირდებით, ჩამონატანი მასალა აქ სხვადასხვა ფიგურას მოგაგონებთ და მდინარის ნაპირი სულ სხვა განზომილებაში გამოგზაურებთ,“ - აღნიშნა მარიამ ჩხარტიშვილმა. 

ახლა შენი ჯერია, გახდი შენი მხარის საზაფხულო მეგზური Etaloni.ge - სთან ერთად.

ინიციატივა 9 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203