ბეჟანოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილზე საინტერესო პოსტერი შექმნეს 
24-03-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართულ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ. 

ახლახან, მე-4 კლასის მოსწავლეებმა ისწავლეს ჭურჭლის დასახელება და ლამაზი პოსტერიც შექმნეს. 

პოსტერზე ჭურჭლის მრავალსახეობა დაიტანეს და დააწერეს რისთვის ხმარობენ - ჭიქას? ტაფას? ქვაბს?

გაკვეთილი საინტერესო და ნაყოფიერი იყო, მოსწავლეებმა სიტყვათა მარაგი გაიმდიდრეს და აქტივობას მეტად შემოქმედებითად მიუდგნენ. 

სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობდნენ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი გუანნა მკოიანი და კონსულტანტ -მასწავლებელი თამილა კობიაშვილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203