ორჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებსა და მასწვლებლებს გამორჩეული დღესასწაული აჩუქეს
24-03-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში ლამაზი ღონისძიება გაიმართა, რომელიც ძვირფასი ქალბატონების მიმართ სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ემსახურებოდა.

ღონისძიებით ბავშვებმა დედებსა და სკოლის ყველა მასწავლებელს დედის დღე გულითადად მიულოცეს.

სამივე კლასის დამრიგებლებმა - ფათიმა ხოცანიანმა, გაიანე მანუკიანმა სუსანა პარონიანმა ბილინგვური განათლების სპეციალისტთან,  „ჩვენი საქართველოს“ მასწავლებელ პრაქსია ისოიანთან ერთად, მშობლიურ და ქართულ ენებზე შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი ღონისძიება მოამზადეს.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ცეკვები, წაიკითხეს ლექსები, მოირგეს მსახიობის როლი და მაყურებელს დაუვიწყარი წუთები აჩუქეს.

ღონისძიების ერთ-ერთი განსაკუთრებული ნაწილი იყო ინტერვიუ, რომლის დროსაც მასწავლებლებმა გაიხსენეს თავიანთი დედები და გულწრფელად ისაუბრეს მათ შესახებ, რაც სკოლის საზოგადოებისთვის მეტად საინტერესო და ემოციური აღმოჩნდა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს დღე სავსე იყო სითბოთი, სიყვარულითა და მადლიერებით, ბავშვებმა ბევრი იშრომეს და განსაკუთრებულად, რათა დედებისთვის სიხარული და ბედნიერება მიენიჭებინათ.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო1, ვიდეო2

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203