ვაჩიანის საჯარო სკოლაში STEAM კლუბი შეიქმნა
24-03-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლაში საკლუბო მუშაობის ფარგლებში STEAM მიმართულებით ვითარდებიან. 

სკოლაში შეიქმნა STEAM კლუბი, სადაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებებში. ისინი ატარებენ სხვადასხვა ექსპერიმენტს, სწავლობენ პროგრამირებას, აგებენ მოდელებს და ქმნიან მრავალფეროვან პროექტებს.

ეს საქმიანობები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მათი ანალიტიკური აზროვნების, შემოქმედებითი უნარებისა და გუნდური მუშაობის განვითარებას.

STEAM კლუბის პირველი ნამუშევარი არის შუქნიშნის პროექტი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203