„ნოვრუზის“ ლამაზი დღესასწაული​ ლეჟბადინის საჯარო სკოლაში
24-03-2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლის მე-4 კლასში ტრადიციული „ნოვრუზის“ დღესასწაული განსაკუთრებული სითბოთი და სიხარულით აღინიშნა. 

ღონისძიება ნათლად ასახავდა ნოვრუზის უძველეს წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებს, გაზაფხულის დადგომის სილამაზეს, ბუნების განახლებასა და სიცოცხლის ენერგიას.

მოსწავლეებმა დიდი მონდომებით მოამზადეს მრავალფეროვანი და საინტერესო ნომრები, რომლებმაც დამსწრეებს დაუვიწყარი შთაბეჭდილება დაუტოვა. ღონისძიება გამოირჩეოდა სითბოთი, ხალისითა და ერთიანობის განსაკუთრებული ატმოსფეროთი.

სკოლაში განსაკუთრებულ მადლობას უხდიან კლასის ხელმძღვანელს - საიდა კერიმოვას, რომლის ძალისხმევითაც ეს ლამაზი დღე ასეთ წარმატებით გაიმართა.

„ასევე გულწრფელ მადლობას ვუხდით ყველა მოსწავლეს, მშობელსა და მონაწილეს, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს ამ დღის განსაკუთრებულად ქცევაში. ბოლოს კი, გილოცავთ ნოვრუზის ბრწყინვალე დღესასწაულს! გისურვებთ სიხარულით, ჯანმრთელობითა და წარმატებებით სავსე დღეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203