ნაბახტევის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს საინტერესო ღონისძიებით გამოეხმაურნენ
23-03-2026

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და მათი თვალსაწიერის გაფართოებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.  

სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ანა ხმალაძე) მე-9 კლასელებთან (ხელმძღვანელი მაია რიჟამაძე) ერთად აღნიშნეს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე,  დევიზით - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს დაუნის სინდრომის რაობის, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების შესახებ და მითი და რეალობა ერთმანეთისგან გამიჯნეს. 

მოსწავლეებმა მხარდაჭერა გამოხატეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ და ერთხმად აღნიშნეს, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან და ჭრელი წინდებიც მოირგეს. 

„ეს დღე საზოგადოებას  ახსენებს, რომ ადამიანის შესაძლებლობებს დიაგნოზი არ განსაზღვრავს. ამისთვის საჭიროა ვაშენოთ ისეთი გარემო, სადაც განსხვავებულობა მიღებულია. თითოეულ ადამიანს აქვს ღირსეული ცხოვრების, განვითარებისა და საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა“,- აღინიშნა ღონისძიებაზე. 

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ცნობიერების ამაღლების მიზნით 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 2012 წლიდან ეს დღე მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება. 2013 წლიდან მსოფლიოში დამკვიდრდა „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია'“, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203