სასკოლო საზოგადოების საყურადღებოდ - ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა 
23-03-2026

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ინიციატივით 2026 წლის 25 მარტს, 17:00 საათზე გაიმართება ონლაინ ვებინარი თემაზე - „დაუნის სინდრომის მქონე მოსწავლეთა მხარდაჭერა“.

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი თემები:

რა არის დაუნის სინდრომი

დაუნის სინდრომის მქონე მოსწავლეთა მახასიათებლები და ძირითადი გამოწვევები სასწავლო გარემოში

დაუნის სინდრომის მქონე მოსწავლეთა ეფექტიანი მხარდაჭერა სასწავლო გარემოში

საინფორმაციო შეხვედრა განკუთვნილია სასკოლო საზოგადოების წევრებისა და თემით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.

შეხვედრაზე დასასწრებად გამოიყენეთ ბმული

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203