
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ და გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ.
აღსანიშნავია, მერენიის საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩატარებული საჩვენებელი გაკვეთილი თემაზე - „ვისწავლოთ ქართული ფულის გამოყენება“. რომელსაც მათემატიკის მასწავლებელი ლუსინე პაპოიანი ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა საინტერესო პრაქტიკული აქტივობა შეასრულეს - პატარა მაღაზია მოაწყვეს და ყიდვა-გაყიდავა გააჩაღეს.
მოსწავლეებისთვის აქტივობა სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
როგორც პედაგოგი გვეუბნება, გაკვეთილის მიზანი იყო ქართული ფულის ზოგიერთი ერთეულის გაცნობა და კომბინაციური აზროვნების განვითარება.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო