განაცხადების წარდგენა დაიწყო - ტრენინგებისა და ტესტირების ჩატარების ვადები ცნობილია
24-03-2026

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში არაფორმალური განათლების აღიარების კონსულტანტთა შერჩევის მიზნით კონკურსი გამოცხადდა.

რაც შეეხება საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, კონკურსანტს უნდა ჰქონდეს: უმაღლესი პროფესიული ან აკადემიური უმაღლესი განათლება; კომპიუტერული პროგრამების (MICROSOFT WORD; EXCEL; POWER POINT) ცოდნა; სავალდებულოა ქართულ ენაზე გამართული წერითი და ზეპირი მეტყველება; სასურველია უცხო ენის ცოდნა; გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.

განაცხადს, რომლის წარდგენის ვადა 23 მარტი - 3 აპრილია, თან უნდა ერთვოდეს ავტობიოგრაფია (CV) და კვალიფიკაციების/განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.

შერჩეული კანდიდატები ტრენინგებს პირველი მაისის ჩათვლით, ხოლო ტესტირებას 16 მაისამდე გაივლიან.

ბრძანება და სრული ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203