ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებით, რაც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ამაღლებას, ისე მათ შემოქმედებით განვითარებას ემსახურება.
აღსანიშნავია, მე-5 კლასში გამართული საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება - „Праздник букваря“, რომელიც რუსული ენის მასწავლებლის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა წარმოაჩინეს რუსული ანბანის ცოდნა და საწყისი ენობრივი უნარები. მათ წარადგინეს ლექსები, მონაწილეობდნენ სახალისო აქტივობებში, ასევე ჩაერთვნენ დიალოგებსა და თამაშებში.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი პროცესში, რაც ქმნიდა დადებით და მეგობრულ გარემოს. გამოყენებულმა აქტივობებმა ხელი შეუწყო როგორც ენობრივი უნარების განვითარებას, ისე სწავლისადმი ინტერესის გაძლიერებას.
ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა და დამსწრე საზოგადოების მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო