ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საგნებთან ერთად სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას ასწავლიან.
სწორედ ამ ლამაზი გრძნობების გაზიარებას ემსახურებოდა ლამაზი ღონისძიება, რომელიც მე-2 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ რიტა ქურდოღლიანის ინიციატივით გამართეს.
მოსწავლეებმა დედის შრომასა და ამაგს ხოტბა შეასხეს და ქართული ენის ცოდნა წარმოაჩინეს.
„მათ აჩვენეს თუ რა ისწავლეს ქართულ ენაში და რამდენად უყვართ თავიანთ დედებს“,- გვეუბნებიან სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: