პერევის საჯარო სკოლაში, ეკოსაგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში, აღკვეთილის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უმასპინძლეს
23-03-2026

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი - „სიმბიოზი“.  

ახლახან, „სიმბიოზი“ ჩაერთო კვერეთის აღკვეთილის ადმინისტრაციის ეკოსაგანმანათლებლო კვირეულში, სახელწოდებით  - „დაასუფთავე დედემიწა“, რომლის ფარგლებშიც იგეგმება „მწვანე კალენდრის“ 4 გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა და დასუფთავების აქციების ორგანიზება საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების მასშტაბით. 

ამ კვირეულის ფარგლებში, სკოლას სტუმრობდა ​კვერეთის აღკვეთილის დირექტორი ბესო შუბითიძე და აგრეთვე ადმინისტრაციის უფროსი სპეციალისტი ზურა კილაძე.

ეკოკლუბის წევრმა მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, განსაკუთრებით საინტერესო იყო სტუმრების მხრიდან საუბარი გარემოსდაცვით საკითხებზე, აგრეთვე მოხდა ადმინისტრაციის ტერიტორიაზე ფოტოხაფანგით გადაღებილი კადრების ჩვენება.

კლუბს გადაეცა დასუფთავების აქციისათვის ხელთათმანები და პოლიეთილენის პარკები და უმნიშვნელოვანესი საჩუქარი მსოფლიოს დაცული ტერიტორიების წიგნი.

სკოლაში მადლობას უხდიან აღკვეთილის ადმინისტრაციას საინტერესო შეხვედრისთვის. 

„უღრმესი მადლობა აღკვეთილის ადმინისტრაციას სტუმრობისათვის. ეს ჩემი ბავშვებისათვის ძალიან დიდი მოტივაციაა,აქტიურად გააგძელონ მუშაობა.“,- აღნიშნავს ეკოკლუბის ხელმძრვანელი პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203