„მან თავი დაგვამახსოვრა როგორც სიკეთითა და სიყვარულით აღსავსე პიროვნებამ“ - თბილისის N143 საჯარო სკოლა პედაგოგ ჰამლეტ მამიკონიანს ემშვიდობება 
23-03-2026

თბილისის N143 საჯარო სკოლა პედაგოგ ჰამლეტ მამიკონიანს გლოვობს. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ კოლეგის გარდაცვალების გამო და აღნიშნავენ, რომ მათ დაკარგეს არაჩვეულებრივ კოლეგა, საოცრად დადებითი, სიკეთით აღსავსე პიროვნება, რომელიც დიდი სიყვარულით ემსახურებოდა საკუთარ პროფესიას. 

„თბილისის N143 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაიღუპა ჩვენი სკოლის ფიზიკური აღზრდის პედაგოგი, ჰამლეტ მამიკონიანი. თანავუგრძნობთ ოჯახს და ვწუხვართ, რომ კიდევ ერთმა ღირსეულმა პედაგოგმა გვატკინა გული.

ბატონი ჰამლეტი გახლდათ მოსწავლეების საყვარელი პედაგოგი, მან თავი დაგვამახსოვრა როგორც საოცრად პოზიტიურმა, თავის პროფესიაზე შეყვარებულმა ადამიანმა, სიკეთითა და სიყვარულით აღსავსე პიროვნებამ.

მან არაერთი სპორტული ღონისძიება ჩაატარა სკოლასა და სკოლის გარეთ. იგი გახლდათ არაჩვეულებრივი კოლეგა, მეუღლე და მამა.

ნათელში იყოს მისი სული!“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ სამძიმრის წერილში. 

„ეტალონის“ გუნდი უერთდება სამძიმარს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ასეთი ღირსეული პედაგოგის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ, სკოლასა და ოჯახს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203