ითხვისის N2 საჯარო სკოლაში გალაკტიონის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა 
23-03-2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრება და მოღვაწეობა ღონისძიებით გაიხსენეს. 

17 მარტს, სკოლაში ქართული ენის კათედრის ეგიდით ინგა გამსახურდიშვილმა მოაწყო გალაკტიონის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. აღსანიშნავია, რომ გალაკტიონის გარდაცვალების დღე 17 მარტი წელსაც სამშაბათს დაემთხვა.

მოსწავლეებმა წაიკითხეს გალაკტიონის ლექსები, ეპიზოდები დიდი პოეტის მარტოსული ცხოვრებიდან, მოუსმინეს დიდი პოეტის მიერ წაკითხულ ლექსებს. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რამდენად მიუღებელია ხშირად დიდი ადამიანი საზოგადოებისათვის, საწყენია რომ მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ ვაფასებთ ჩვენს გვერდით მცხოვრებ „მგოსან მეფეებს“. საღამო ძალიან თბილ ვითარებაში წარიმართა. ბავშვებმა ბევრი ახალი რამ გაიგეს ჩვენი საამაყო პოეტის შესახებ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203