პერევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პრეზენტაცია გამართეს
23-03-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

მათ შორის, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს თემატური პრეზენტაცია დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

პრეზენტაციის ფარგლებში მოსწავლეებმა საინტერესოდ და გასაგებად ისაუბრეს დაუნის სინდრომის გამომწვევ მიზეზებზე, მისი გენეტიკური ბუნების შესახებ და იმ მნიშვნელოვან ასპექტებზე, რომლებიც ამ მდგომარეობის უკეთ გააზრებას უწყობს ხელს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზოგადოების როლს - მოსწავლეებმა ხაზგასმით აღნიშნეს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ინტეგრაციის მნიშვნელობა, თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფა და მათ მიმართ სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.

ასევე, მათ წარადგინეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის მქონე წარმატებულ და ცნობილ ადამიანებზე, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმას, რომ თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი შესაძლებლობები, ნიჭი და უნიკალური გზა წარმატებისკენ.

პრეზენტაცია გამოირჩეოდა ინფორმაციული სიღრმით, ემოციური დატვირთვითა და სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი დონით, რაც ნათლად ასახავს მოსწავლეთა ცნობიერებასა და აქტიურ ჩართულობას მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებში. დაამზადეს ამ დღის სიმბოლო ჭრელი წიგნები. აგრეთვე საინფორმაციო ბროშურა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203