გვიყვარხარ პატრიარქო! - IZRUNE.GE-ს მაღალტექნოლოგიური სახალხო საქველმოქმედო აქცია
23-03-2026

​29 მარტს მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური საგანმანათლებლო პლატფორმა izrune.ge საქართველოს ყველა მოსწავლეს გააერთიანებს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნის პატივსაცემად. იზრუნელებს და მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ მიეცემათ საშუალება, გაიხსენონ საინტერესო ფაქტები მისი ცხოვრებიდან, უპასუხონ საქართველოსა და ილია II-ის შესახებ კითხვებს, პატივი მიაგონ ხსოვნას და სახალხოდ უთხრან: გვიყვარხარ პატრიარქო!

პატრიარქის ხსოვნასთან დაკავშირებული ინდივიდუალური საოჯახო ტესტის გავლა სრულიად საქართველოს ოჯახებს, ონლაინ რეჟიმში, სრულიად უსასყიდლოდ  შეეძლებათ: საქართველოს, ევროკავშირის  და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მაღალტექნოლოგიურ პლატფორმა IZRUNE.GE-ზე! ხელმისაწვდომია ემიგრანტებისთვისაც!

ტესტის შედეგების მიხედვით, პირდაპირ რეჟიმში („ონლაინ“ ) ოფიციალურად გაიცემა: ოქროს,  ვერცხლის ან ბრინჯაოს დალოცვა-მადლიერების ინდივიდუალური სიგელი/დიპლომი, რომელსაც პატრიარქის ისტორიული ფოტო „გაღიმებული პატრიარქი“ დაამშვენებს! 

საქვეყნოდ ცნობილია ჩვენი პატრიარქის დამოკიდებულება მოსწავლეების, მასწავლებლების, სტუდენტების... მიმართ - იგი ხშირად საუბრობდა მომავალი თაობების განათლების მნიშვნელობაზე და ამიტომ, გასაკვირი არ არის, ყველაზე ეროვნული მედიაპროექტი „ეტალონი“ 10 წლის განმავლობაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევის მადლით და აქტიური მხარდაჭერით რომ ხორციელდებოდა; უპოპულარულესი გადაცემა „ეტალონი“ სატელევიზიო რეიტინგების რეკორდებს ხსნიდა და ახალ რეკორდებს  ამყარებდა!!!

- ტესტებში იქნება პატრიარქთან  და საქართველოსთან დაკავშირებული  მარტივად ლოგიკური და ძალიან საინტერესო 20 კითხვა!!!

- IZRUNE.GE-ზე დარეგისტრირება და ტესტის გავლა უმარტივესია და თუ რაიმე ვერ გაიგეთ, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე:

0322 110 122

ან მოგვწერეთ ფეისბუქზე: https://www.facebook.com/izrune.ge

P.S. მოსალოდნელი მაღალი აქტივობიდან გამომდინარე, გთხოვთ თადარიგი ახლავე დაიჭიროთ, IZRUNE.GE-ზე მალევე დარეგისტრირდეთ და კონსულტაციაც წინასწარ, 29 მარტის დადგომამდე, გაიაროთ !!!

სარეგისტრაციო ბმული

... თანაც, რომელიმე ღირსეულ ოჯახს რომ არ გამორჩეს: გაუზიარეთ ეს ინფორმაცია ახლობლებს და ყველა იმ ადამიანს, რომელთა ოჯახები თქვენთვის ძვირფასია!!!

ბედნიერება თქვენს ოჯახებს - სიყვარულით გეცხოვროთ!!!

„ეს დიდებული საქმეა ...“  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203