საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში, საზოგადოებრივი კათედრის ორგანიზებით, ვიქტორინა გაიმართა 
23-03-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეები იღებენ არა მხოლოდ ხარისხიან საგნობრივ განათლებას, არამედ აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა კონკურსებსა თუ ვიქტორინებში, რაც ბავშვების ინტელექტუალურ და ანალიტიკურ განვითარებას ემსახურება. 

სკოლა-გიმნაზიაში ჩატარდა საზოგადოებრივი კათედრის მიერ ორგანიზებული ვიქტორინა.

ვიქტორინა საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკასა და 1921 წლის თებერვალ-მარტის მოვლენებს მიეძღვნა.

ვიქტორინაში მონაწილეობდნენ მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები.

ღონისძიება მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკასა და 1921 წლის თებერვალ-მარტის მოვლენების შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203